Friday, July 17, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია


  • განვიხილეთ ტრენინგის ყველა მსმენელის ნამუშევარი
  • ტრენერმა- მარეხი ჯელაძემ მოგვცა რეკომენდაციები სამუშაოს დახვეწის მიზნით. 
  • ბლოგზე ავტვირთეთ ჩვენი შექმნილი პროექტის საქაღალდე მასალებით.
      ძალიან შრომატევადი ტრენინგი იყო და ჩვენგან მოითხოვდა საკმაოდ ბევრი სამუშაოს შესრულებას  მცირე დროში.
     მადლობა მარეხის ჩვეული მოთმინებისთვის და გულისხმიერებისთვის.

Tuesday, July 14, 2015

მერვე დღის რეფლექსია


  • ვიმუშავეთ საქაღალდე დამხმარეში
  • გადმოვწერეთ მოსწავლეთა დონეების მიხედვით შაბლონები
  • გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს, განვსაზღვრეთ სად რა უნდა ყოფილიყო
  • პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ დიფერენცირებული დავალებები
  • ავაგეთ მოსწავლის ხარაჩოს პრეზენტაცია პოვერ-პოინტში
  • გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს
სუსტი მხარე:  სამუშაო ძალიან შრომატევადია, სასურველი იქნებოდა ტრენინგის დღეებს შორის შუალედი არა ერთი დღე, არამედ რამდენიმე დღე ყოფილიყო, შესასრულებელი მასალებისა და სამუშაოს უკეთ გაცნობისა და შესრულების მიზნით.



Monday, July 13, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია


  • გავეცანით მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშების პრეზენტაციას;
  • ბროშურებისთვის შეფასების რუბრიკებს.
  • გეგმის პროექტის გეგმის შაბლონში განვიხილეთ შეფასების რომელ ინსტრუმენტებს გამოვიყენებდით პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში
  • საინტერესო მაგრამ ძალიან შრომატევადი სამუშაოა

Friday, July 10, 2015

მეექვსე დღის რეფლექია


  • მეექვსე დღეს ვიმუშავეთ პროექტის გეგმის  პრეზენტაციის შაბლონზე, ჩავწერეთ ჩვენი და მოსწავლეთა მიზნები,
  • გუგლი დრაივზე ავტვირთე პრეზენტაცია, ატვირთული პრეზენტაცია განვათავსე ბლოგზე, ვისწავლე გუგლი დრაივზე პრეზენტაციის ჩასწორება, ბლოგიდან პრეზენტაციის წაშლა.
  • ვნახეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნიმუშები და დავიწყეთ ჩვენი ნიმუშების შექმნა საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი.

Wednesday, July 8, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია


  • ვიმუშავეთ პროექტის შინაარსსა და პროცედურებზე
  • ვიმუშავეთ ბლოგზე, ვისწავლეთ ახალი გვერდების დამატება
  • ვიმუსავეთ  ბლოგის დიზაინის სურათების ატვირთვა, ბეგრაუნდის დაყენება, სურათების წაშლა.
  • საინტერესო იყო დღევანდელი ტრენინგი

Monday, July 6, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია


  • ვიმუშავეთ წინარე ცოდნის გასააქტიურებელი სქემაზე: ვ-მ-ვ
  •  გავეცანი გრაფიკულ მაორგანიზებელს: კავშირი-დაკვირვება-ინტერესი
  • შევავსეთ პროექტის სქემის ნაწილი პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
  • გავაკეთეთ შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
სირთულე არაფერი არ ყოფილა, სიახლე იყო გრაფიკული მაორგანიზებელი: კავშირი-დაკვირვება-ინტერესი

Thursday, July 2, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ჩავწერეთ გეგმის შაბლონში შევავსეთ თემის შინაარსი, ჩამოვთვალეთ საგნები, შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ჩამოვაყალიბეთ მიზნები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო საკითხებს.
დღევანდელი დღე უფრო საინტერესო და დატვირთული იყო შინაარობლივად.

Wednesday, July 1, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ინტელის ტრენინგის მეორე დღეს შევქმენით ჩეკ-ლისტი, შემდეგ პუბლიკაცია ჩეკ-ლისტი მიხედვით. შევქმენით ბლოგი.
ძლიერი მხარე:
ჩემთვის ახალი ამ ეტაპზე არაფერია

სუსტი მხარე:
ტრენინგს ესწრებიან მსმენელები, რომლებსაც ნაკლები შეხება აქვთ კომპიუტერთან, რაც იწვევს დამატებითი კითხვების დასმას და შეფერხებას მსვლელობისას.
სასურველია, რომ ეს გათვალისწინებული იყოს შემდეგი ტრენინგების დაგეგმვისას.